Google+

რელიზები

05.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუშანბეში დსთ-ის სამიტს დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუშანბეში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს დაესწრო. სამიტის ფარგლებში 20 საკითხი განიხილეს, მათ შორის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საემიგრაციო საკითხები. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დსთ-ის ფორმატი კიდევ უფრო დაიხვეწოს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

"ჩვენ არ მოვაწერეთ ხელი დსთ-ს კონცეპტუალური განვითარების ძირითად დოკუმენტს მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მიმართ დსთ-ში, ძირითადად, არც ერთი პოზიტიური ნორმა არ მუშაობს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს დსთ-ის თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მაგრამ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები არ სრულდება; ეს ადამიანების, ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას შეეხება. რეალურად, საქართველოს მიმართ 100-პროცენტიანი ეკონომიკური სავაჭრო, ხშირ შემთხვევაში სავიზო და მთლინად სატრანსპორტო ემბარგო მოქმედებს. როგორც იცით, საქართველო ამით არ დაქცეულა, საქართველო მაინც დინამიურად ვითარდება და იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთს მოლოდინი არ გაუმართლდა, საქართველო წინ მიდის. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხები რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის სახით განვიხილოთ, მზად ვართ შეხვედრები გავმართოთ ყველა, მათ შორის პრეზიდენტების დონეზე. თუმცა დღეს ეს მექანიზმები არ მუშაობს და ამით თავს ვერ მოვიტყუებთ. ეს ადრე ხდებოდა, მაშინ, როდესაც ჩემი წინამორბედი ყველა დოკუმენტს აწერდა ხელს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დსთ-ის თავმჯდომარე მომავალი წელს ყურმანბეგ ბაკიევი გახდება, ხოლო აღმასრულებელი მდივანი - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ლებედევი.

დსთ-ის 36-ე შეხვედრა მომავალი წლის სექტემბერში ბიშკეკში გაიმართება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)