რელიზები
01.11.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტის რკინიგზის სადგური გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის აეროპორტის რკინიგზის სადგური გახსნა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აქამდე აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობა მოქალაქებს 15 ლარადუწევდათბ, დღეიდან კი, ეს გაცილებით უფრო სწრაფად - 2 ლარად გახდება შესაძლებელი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი სადგური ქართულმა კომპანიამ ააშენა და ის ჟენევის აეროპორტთან მდებარე რკინიგზის სადგურს გაცილებით სჯობია. მიხეილ სააკაშვილმა თბილისის აეროპორტის რკინიგზის სადგურს ნამდვილი სენსაცია უწოდა. „ ამ თავდასხმებისა და პროვოკაციების მიზანი არის ერთი - გადაგვიყვნონ რელსებიდან და საქართველოს საბოლოოდ მოუღონ ბოლო. რა დაბრკოლებებიც არ უნდა შეგვიქმნან, ჩვენ უნდა მივიდეთ ბოლო დანიშნულების წერტილამდე. არცერთი აღმშენებლობის პროექტი არ შეჩერდება - ჩვენ ავაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, რკინიგზებს, სკოლებს, აეროპორტებს და რაც მთავარია, ჩვენი ხალხი იცხოვრებს ბევრად უფრო უკეთესად" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური