რელიზები
13.11.2007
„ასი ათას ქართველ მოწამეთა“ ხსენების დღესთან მიძღვნილ პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო
13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ასი ათასი ქართველის - ათთა ბევრთა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეტეხის ხიდზე "ასიათას ქართველ მოწამეთა" ხსენების დღეს პარაკლისი გადაიხადა.
მეტეხის ხიდი სავსე იყო ხალხით. მრევლი ყვავილებით, ხატებითა და ჯვრებით მივიდა. პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ, მიხეილ სააკაშვილთან და მრევლთან ერთად, მტკვარში ყვავილები გადაყარეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური