Google+

რელიზები

11.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში შეხვედრებს მართავს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში ნატო-ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა იყო. ნარო-ში ინტეგრაციის საკითხი განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის დენიელ ფრიდის შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია და რამდენიმე სენატორი ესწრებოდა. ამას გარდა, შეხვედრაზე საქართველო-ამრიკის ურთიერთობისა და შემდგომი თანამშრომლობის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხებსაც შეეხნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების სენატი სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს.

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის სერგეი ივანოვის განცხადებით, მოუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობას ვერ ხედავს, იგი ამ პროცესისთვის ხელის შეშლას არ აპირებს. სერგეი ივანოვი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების საქმეა. ამის შესახებ მან კონფერენციის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიუნხენში შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის დელეგაციას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელშიც იგი კოსოვოს თემასაც შეეხო, მას კითხვა რუსეთის წარმომადგენელმა კონსტანტინე კოსაჩოვნმა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმის მიუხედავად აღიარებს საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას თუ არა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. საქართველოს პრეზიდენტმა კონსტანტინე კოსაჩოვს შემხვედრი კითხვა დაუსვა და დაინტერესდა, აღიარებს თუ არა რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

"აღიარებს საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას თუ არა, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. აი, თქვენ მიერ სეპარატისტული რეჟიმების აღიარება კი ვითარებას მთელ რეგიონში შეცვლის. სწორედ ამიტომ მაინტერესებს თქვენი მოსაზრება", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის წარმომადგენელს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)