რელიზები
04.03.2008
”განვითარებისა და რეფორმების ფონდი” სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსს აცხადებს
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, "განვითარებისა და რეფორმების ფონდი" აცხადებს კონკურსს 2008-09 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს სწავლა ან სამეცნიერო მუშაობა უცხოეთის მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში "განვითარებისა და რეფორმების ფონდის" დაფინანსებით გააგრძელონ. დაფინანსება სასწავლო და სამეცნიერო სტიპენდიას, ასევე სწავლასთან და სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებულ ხარჯებს მოიცავს. მსურველთა შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება.
განაცხადის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ სპეციალობაზე, თუმცა განსაკუთრებით პრიორიტეტულია არქიტექტურის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროები.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2008 წლის 6 ივნისი.
პროგრამის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე: www.drf.org.ge
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური