Google+

რელიზები

14.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანა კალანდაძის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილი ქართველი პოეტის ანა კალანდაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"თუ გალაქტიონ ტაბიძე იყო 20 საუკუნის ქართული პოეზიის მეფე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანა კალანდაძე ამავე ეპოქის ქართული პოეზიის დედოფალი გახლდათ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, ანა კალანდაძის ლექსიდან "ქართულო ცაო" ნაწყვეტიც წაიკითხა და დასძინა "ქართული ცა ყველაზე ახლოს მთაწმინდასთან არის და გადავწყვიტეთ, რომ ქართული პოეზიის დედოფალს, ანა კალანდაძეს სწორედ იქ მივუჩინოთ სამუდამო განსასვენებელი."

ანა კალანდაძეს მთწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ხვალ დაკრძალავენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)