Google+

რელიზები

13.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გარდაბნის რაიონში ამბულატორია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში იმყოფებოდა, სადაც ამბულატორია გახსნა. აღნიშნული ამბულატორია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეკეთდა. დღეს კი სოფლის ამბულატორიას საპრეზიდენტო პროგრამის "სოფლის ექიმის" ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობა და ინვენტარი გადაეცა.

მიხეილ სააკაშვილმა გაჩიანის ამბულატორიაში ერთი კვირის წინ რუსთავში გაცნობილი ქალბატონი ინეზა გურგენიძე მიიყვანა. გასულ კვირას პრეზიდენტმა ინეზა გურგენიძის შვილს, რუსთავში ყოფნისას, საჩუქრად კომპიუტერი გადასცა. დღეს კი, მიხეილ სააკაშვილმა პროფესიით პედიატრი - ინეზა გურგენიძე გაჩიანის ამბულატორიაში დაასაქმა.

დღესვე სრულიად მოულოდნელად, მიხეილ სააკაშვილი გაჩიანიდან რუსთავში ჩავიდა, სადაც ინეზა გურგენიძეს ოჯახში ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გაჩიანსა და რუსთავში ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილიც იმყოფებოდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)