Google+

რელიზები

04.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიდა ქართლში მშენებარე ობიექტები მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი შიდა ქართლში იმყოფებოდა და ხაშურთან შენებარე ხილისა და ხის გადამამუშავებელი საწარმოების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა აგვისტოში დასრულდება და იქ, სავარაუდოდ, 100 ადამიანი დასაქმდება. ქარხანა ძირითადად გადაამუშავებს ვაშლს და მის კონცენტრატს გერმანიაში გაიტანენ.

"ამ საწარმოში "ჰიპის" ცნობილი ბრენდის პროდუქციას დამოუშვებენ და მსოფლიო ბაზარზე, პრაქტიკულად, ხილის საკუთარი ბრენდით გავალთ. იმ პირობებში, როდესაც ევროპასა და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვექნება და ამ ბაზრებზე ცნობილი ბრენდით გავალთ, მსოფლიო ბაზარზე თქვენ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გზამკვლევი იქნებით. როდესაც ომისა და აგრესიის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამდენად დიდი კომპანიები იწყებენ ფუნქციონირებას საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემა აღარ იქნება. ხაშურში რკინიგზის გაფართოებას ვაპირებთ, რაც თავად ხაშურში გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. მიმდებარე სოფლებში, ხაშურსა და გორის რაიონებში უმუშევრობის დონის შემცირებას ეს საწარმო შეუწყობს ხელს და, რეალურად, დასაქმების თვალსაზრისით, შეიძლება გარღვევა მოვახდინოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება ხის გადამამუშავებელ კომბინატს, იქ ხის პირველადი დამუშავება, გამოშრობა, საერთაშორისო ბაზარზე გატანა იგეგმება. სამომავლო პერსპექტივაში ავეჯისთვის ლამინირებული მასალის დამზადებაც შედის. საამქროში მინიმუმ 350 ადამიანის დასაქმებას ვარაუდობენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის მიუხედავად, აჭარის მოსახლეობამ საოცარი ორგანიზებულობა გამოიჩინა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აჭარელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"აჭარის არჩევნები უჩვეულო ვითარებაში გაიმართა - ჩვენ უჩვეულოდ მივუდექით ამ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის აჭარა ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონია და საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია როგორი შედეგით დასრულდება ამ კუთხეში არჩევნები, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არც მე და არც საქართველოს ცენტრალურ მთავრობას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. ჩემს პარტიას პირადად ვთხოვე, რომ არ განეთავსებინა რეკლამა ცენტრალურ არხებზე და განსაკუთრებული თანხა არ დაგვიხარჯავს. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამების განხორციელება არ შეგვიჩერებია და აჭარის რეგიონში ინვესტიციები აქტიურად იდება, საარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით განსაკუთრებული ინვესტიცია არ ჩაგვიდევს. ჩვენ აჭარის საზოგადოების წინაშე ვალში ვართ და მათი ნდობა უნდა გავამართლოთ. ამ ხალხის ნდობა, უპირველეს ყოვლისა, აჭარის ადგილობრივმა მთავრობამ და მისმა თღავმჯდომარემ უნდა გაამართლოს და ყველაფერი, რასაც ხალხს დავპირდით და რაც უკვე დაწყებული გვაქვს, უნდა განვახორციელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)