რელიზები
03.11.2009
რუსი ჟურნალისტის ოლგა კონსკაიას სახელობის ქუჩის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო
გლდანი-ნაძალადევის რაიონში რუსი ჟურნალისტის ოლგა კონსკაიას სახელობის ქუჩის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.
ცერემონიას ოლგა კონსკაიას მეუღლე, რუსი რეჟიროსი ანდრეი ნეკრასოვიც ესწრებოდა. ანდერი ნეკრასოვმა და ოლგა კონსკაიამ რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმი ‘რუსული გაკვეთილები` გადაიღეს. ოლგა კონსკაია ფილმის მომზადებიდან მოკლე ხანში, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ანდრე ჩამოფრინდა თბილისში და თბილისიდან მოძრაობდა გორის მიმართულებით. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ საოკუპაციო ჯარის პოსტზე კარალეთთან. ადამიანები, ვინც სიკვდილის პირას არიან არ ტყუიან. ყველაზე დამაჯერებელი დოკუმენტური მასალა ამ ომზე შექმნა რუსეთის ამ ორმა პატრიოტმა და ღირსეულმა შვილმა. მე არ ვიცი არსებობს თუ არა ორი რუსეთი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსეთში არსებობს ძალიან ბევრი წესიერი, პატიოსანი რუსეთის პატრიოტი, რომელმაც მშვენივრად იცის, რომ საქართველო რუსეთს არ დასხმია თავს, რუსეთის თავისუფლება და მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თავისუფალი იქნებიან მის ირგვლივ არსებული ქვეყნები"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური