Google+

რელიზები

04.12.2009
მიხეილ სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ.

პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ახალი ბაზის გახსნა მიულოცა და თავდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შეახებ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალები მუდმივად მაღალ დონეზე მომზადებული უნდა იყოს. ამისთვის, მისი თქმით, მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რაც ბაზების აშენებაში, ჯარისკაცების განათლებაში, აღჭურვასა და სათანადო პირობების შექმნაში გამოიხატება.

მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სისტემურ ცვლილებებსაც შეეხო. მან კადეტთა ლიცეუმის შექმნისა და ახალი სარეზერვო სიტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ქართული ქვედანაყოფების ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავს მისიებში მონაწილეობა სამხედროების საბრძოლო გამოცდილების ამაღლების კუთხით განსაკუთრებულად მაღალი მნიშვნელობისაა.

შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადა ამ დრომდე გორის სამხედრო ბაზაზე იყო განლაგებული.

"ჩვენი მტერი ძალიან მრავალრიცხოვანი და თავზე ხელაღებულია. საქართველოს არ ესწავლება მრეტთან ბრძოლა.

მტერი მუდმივად ფიქრობს ახალ პროვოკაციებზე და შემოტევაზე. ქართული სახელმწიფოს მთავარი მიზანი ოკუპანტისგან ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაა.

ყველა ჩვენი მოქმედება მიმართულია ამ მიზნის მშვიდობიანად მიღწევისკენ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვიგერიოთ მტრის ახალი შემოტევები.

ჩვენ გამოვეხმაურეთ ობამას ინიციატივას, ავღანეთში კონტიგენტების გაზრდის თაობაზე. საქართველოც ზრდის თავის კონტიგენტს.

ჩვენს კონტიგენტებს განსხვავებით ზოგიერთი ევროპელი ქვეყნისგან საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის არანაირი შეზღუდვები არ აქვს. ჩვენი ჯარისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მიიღოს ნამდვილი საბრძოლო ნათლობა. ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ აღლუმზე საჩვენებელი ჯარი. ყოველთვის როცა ჩვენი მოკავშირეები,ამ შემთხვევაში ამერიკა და ნატო გადართული არიან სხვა საკითხებზე, ჩვენი მტერი აქტიურდება. ამიტომ რაც სწრაფად გადაწყდება საკითხი ავღანეთში და დამშვიდდება ეს რეგიონი,რაც უფრო მალე მორჩება ომი ერაყში, მით უფრო დამშვიდებული და დაცული იქნება საქართველო.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რომ თქვენ იყოთ უზრუნველყოფილები, კარგი შენობით, კარგი ანაზღაურებით, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ თქვენს მომზადებას. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე და ბეჯითი ხალხი.ჩვენი ოფიცრების უმეტესობა ასეთია."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)