Google+

რელიზები

02.01.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბედობის დღესასწაული ბათუმში აღნიშნა

სახალხო ზეიმი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარლებთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, ბათუმში აღნიშნა. სხვა სტუმრებთან ერთად აჭარული კერძები, რომლებიც ბათუმის რესტორნებსა და კაფეებს ქუჩებში ჰქონდათ გამოტანილი, მიხეილ სააკაშვილმაც დააგემოვნა. იგი იმ კონცერტებსა და თეატრალური წარმოდგენებსაც დაესწრო, რომლებიც ბათუმში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად გაიზრდება.

"მთელი ეს დღესასწაული, რომელიც ბათუმში ამ დღეებში გაიმართა, სულ 2 მილიონი ლარი დაჯდა. თუმცა, ჩვენი და ლევანის ყველაზე მოკრძალებული დათვლით, ადგილობრივ ეკონომიკაში, კაფეებში, რესტორნებსა თუ სასტუმროებში ბოლო დღეების განმავლობაში 20 მილიონი ლარი, ანუ ათჯერ მეტი ჩაიდო. ამას გარდა, უამრავი ფული ჩაიდება ახალ მშენებლობებში. შარშან აჭარაში 550 ათასი ტურისტი ჩამოვიდა, მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძის დროს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ჩამოდიოდა 150 ათასი ადამიანი. მომავალ წელს, თუ კარგად ვიმუშავებთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ვგეგმავთ, ერთი მილიონი ტურისტი გვეყოლება. საბჭოთა დროს იაფფასიანი, პროფკავშირის საგზურებით 800 ათასი ტურისტი გვყავდა-ხოლმე. მომავალ წელს კი, უფრო მეტი გვეყოლება ვიდრე კომუნისტების დროს. მილიონი ტურისტი ნიშნავს უამრავ დასაქმებულ ოჯახს, უამრავ წელში გამართულ ქართველ მოქალაქეს, უამრავ აჭარელს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება შვილები ნორმალურ სასწავლებლებში გაანათლოს, რომელსაც არ ექნება ჯანმრთელობის, ახალი სახლის მშენებლობის, ბიზნესის წამოწყების პრობლემა. მშენებლობის ბუმი უკვე დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. ბოლო დღეებში ბათუმში გამართული კონცერტი "ბი-ბი-სი"-მ პირდაპირ ეთერში ჩართო. არადა, დილიდან ჩვენი ჟურნალისტები აჩვენებდნენ როგორ ემზადებოდა და როგორ ატარებდა ახალ წელს მთელი მსოფლიო - სიდნეი, ახალი ზელანდია, პეკინი... გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, სადმე უკეთესი ზეიმი გაიმართა, ვიდრე ბათუმში? ეს ტრაბახი არ არის, ჩვენ ზეიმიც კარგი გვცოდნია, მაგრამ ამით თავს არ ვიწონებთ - ეს არის ჩვენი მომავალი - ქვეყნის ეკონომიკასა და ხალხის დასაქმებაში ჩადებული ფული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 87 წლის ჰუსეინ ქობულაძესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, რომელიც ადგილობრივი წარმოების სიგარაზეა გამოსახული. აღნიშნული სიგარა ევროპაში გააქვთ ექსპორტზე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)