რელიზები
03.02.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა. "უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა, რის გამოც მეორე ტურში ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში აღარ გაიგზავნებიან".-საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
პრესსპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც არჩევნებს უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნდნენ. "პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის ბედი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ხალხს წარმატებას უსურვებს."- აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერის თქმით, საქართველო ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი ორივე კანდიდატთან მიმართებაში.
"7თებერვალს უკრაინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ჩვენი ამოცანა არ ყოფილა უკრაინის არჩევნებში ჩარევა და რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა. ჩვენ ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ორივე კანდიდატს შორის იყოს დაცული ნეირტალიტეტი. ასევე, ვცდილობთ ტრადიციული კეთილგანწყობის შენარჩუნებას", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური