Google+

რელიზები

03.02.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 189-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 189-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ განათლების სფეროზე სტრატეგიული სფერო არაფერია. "ჩვენი ამოცანაა მასწავლებლები იყვნენ შესაბამისად აღჭურვილი. მე სკოლის ცოდნა მომყვება მთელი ცხოვრება. ჩვენი მადლიერება ჩვენი მასწავლებელისადმი არის ის,რომ ცხოვრებაში ჩვენ რამეს მივაღწიოთ. მე ბევრგან მისწავლია- ევროპაში, ამერიკაში. დავამთავრე ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტიც, ასევე სტრასბურგში ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტში 340 კაცს შორის ჩავაბარე გამოცდა. პირველი ვიყავი აღმოსავლეთ ევროპიდან, ვინც აიღო ამ უნივერსიტეტის დიპლომი. ის, რასაც ვაღწევდი აქ -სკოლაში, ჩემთვის მთავარი სიამაყის წყაროა" -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებს სკოლების ანგარიშებზე ხელფასიდან თანხების გადარიცხვისაკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გადაწყვიტა, რომ მისი ერთი თვის ხელფასი გაიყოფა და იმ ორ სკოლას გადაერიცხება, რომლებშიც თავად სწავლობდა.

მიხეილ სააკაშვილმა "დაჟინებული რეკომენდაციით" მიმართა ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელიც მიიჩნვეს, რომ სკოლამ წვლილი შეიტანა მის დღევანდელ წარმატებაში, დახმარება უნდა გაუწიოს თავის ყოფილ სკოლას.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მოხელემ, რომლის ხელფასიც 1000 ლარზე ნაკლებია, სკოლის ანგარიშზე სულ მცირე 50 ლარი უნდა გადარიცხოს, ხოლო ვისაც 1000 ლარზე მეტი აქვს - სულ მცირე 100 ლარი. გადარიცხული თანხა განაწილდება ღვაწლმოსილი პედაგოგების დახმარებაზე და სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თბილისის 189-ე საჯარო სკოლას ძველი სახელწოდება დაუბრუნდება და პირველ ექსპერიმენტალური სკოლა დაერქმევა. როგორც ამ სკოლის ყოფილმა მოსაწვალემ - საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეს სკოლა ყოველთვის იყო გამორჩეული სწავლების მეთოდით, ექსპერიმენტებით და დღესაც აგრძელებს თამამ ექსპერიმენტებს. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უნდა შენარჩუნდეს სპეციფიკური მიმართულების სკოლები და შეჯიბრებითობა სკოლებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება სამხედრო პატრიოტული აღზრდა სკოლებში. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მტერი, ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ ვითარებიდან გამომდინარე, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა უნდა ისწავლებოდეს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს წარმატება და განვითარება მტრის გარდაუვალ მარცხს ნიშნავს.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პოლიტიკოსებზეც, რომლებიც რუსეთში აწარმოებენ მოლაპარაკებას. მისი შეფასებით, ეს არის "ყველაზე დიდი უღირსობა, როდესაც ქვეყნის შიდა საქმეების გადაწყვეტას ეს პოლიტიკოსები სხვა სახელმწიფოში ცდილობენ.

მათ სურთ შუღლის დათესვა და ხალხის დემორალიზაცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)