რელიზები
08.02.2010
მიხეილ სააკაშვილმა ნატახტარში საკონდიტრო ქარხანა “ბარამბო” გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატახტარში საკონდიტრო ქარხანა "ბარამბო" გახსნა. საწარმოში 50-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება და 160-მდე ადამიანია დასაქმებული.
პრეზიდენტი ტკბილეულის წარმოებით და პროდუქციის სავაჭრო ქსელით დაინტერესდა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოების გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.
"ეკონომიკურად ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. როდესაც იხსნება საწარმო, აუცილებელია გზის გაკეთება, რათა ქარხანამდე ნორმალური გზით მისვლა იყოს შესაძლებელი. აუცილებელია სასტუმროების მშენებლობა, რადგან ჩამოვიდნენ ტურისტები და საწარმოში ნაწარმოებ პროდუქციას მომხმარებელი გაუჩნდეს",-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური