რელიზები
03.03.2010
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 მარტის №155 განკარგულება 2010 წლის 4 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 მარტის №155 განკარგულება 2010 წლის 4 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ
1. 2010 წლის 2 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებულ მაღაროში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, საქართველოში 2010 წლის 4 მარტი გამოცხადდეს გლოვის დღედ.
2. გლოვის დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით 2010 წლის 4 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დროშები.
მიხეილ სააკაშვილი