Google+

რელიზები

11.03.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი მიხვდა, რომ ემბარგომ ყველანაირი აზრი დაკარგა და ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ემბარგომ საქართველოს დაანახა, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ქართული პროდუქცია და რაც შეიძლება ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

„როცა რუსეთმა შემოიღო ენერგეტიკული ემბარგო, ვამბობდი, რომ საქართველო ამას აუცილებლად გაუძლებდა. რუსეთის ამოცანა იყო, ჩვენ სიბნელეში ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ ავაშენეთ ჰესები და ამ კუთხით ბევრად განვვითარდით. იგივე განმეორდა ეკონომიკურ ემბარგოსთან დაკავშირებით. როცა საუბარია ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველო შეუყვარდა. მას ისევე უყვარს საქართველო, როგორც უყვარდა ვლადიმერ ლენინს, აღა მაჰმად-ხანს, შაჰ-აბასს. რეალურად ემბარგომ დაკარგა ყველანაირი აზრი. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია მყარად ვიდგეთ ფეხზე; გვაჩვენა გამოცდილებამ, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ასევე რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მის წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ ერთ ადამიანზე, არამედ ზოგადად ქართველ ერზე.

„მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერი ჩემი სხეულის ნაწილებით დაინტერესდა, მეგობრები მირჩევდნენ, დამეჯავშნა ეს ნაწილები, რომ პუტინს არ გადავყროდი. აქ საუბარი არ არის კონკრეტულად ჩემზე, საუბარია ქართველ ერზე. ჩვენ თავისუფალი ერი ვართ და ამ ერს ვერასდროს მოკლავენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)