Google+

რელიზები

18.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და გვსურს ვიყოთ ევროკავშირის, ევროატლანტიკური სტრუქტურებიც ნაწილიც“

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდ


უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ პრეზიდენტი სააკაშვილის კიდევ ერთხელ სტუმრობით ევროპის საბჭოში.

ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით საქართველოს წინა მთავრობასთან და ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ახალ მთავრობასთანაც.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, მათ გეგმებს რეფორმების, კონსტიტუციის მხრივ, რაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ რეკომენდაციებს მივცემთ.

მნიშვნელოვანი იყო გადაბარების პროცესი მშვიდობიანად წარმართულიყო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება და რეფორმა განხორციელდეს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, რათა წინ წავიწიოთ ერთიან პლატფორმასთან დაკავშირებით.

ძალზე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, რადგან კონსტიტუცია ყველა პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს პლატფორმა თანაბარი კონკურენციის გასაწევად. 

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სხვა კანონებიც და პრეზიდენტს ვუთხარი კიდეც,  რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ახალი პოლიტიკური მდგომარეობის ფარგლებშიც.
 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ პირადად ბრძანდებით ჩართული ამ საკითხებში; ასევე იმისთვის, რომ კარგად გესმით არსებული ვითარება.

ბევრი კანონპროექტი  იწერება და შედის პარლამენტში  კონსტიტუციურ კანონმდბლობასთან და ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჭირდება ნორმალური ევროპული პროცესი და არა სუბიექტური, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე მორგებული.

გვინდა ის, რაც ევროპული სტანდარტით არის მისაღები.

ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და გვსურს ვიყოთ ევროკავშირის, ევროატლანტიკური სტრუქტურებიც ნაწილიც.

კარგად გვესმის, რომ ყოველივე ეს საერთო ფასეულობებს ემყარება.

ევროსაბჭო, უპირველესად, სწორედ ამ ფასეულობების დამცველია 90-იანი წლებიდან,  როდესაც 90-იან წლებში აქ პირველად ჩამოვედი როგორც ახალგაზრდა პარლამენტარი, დღემდე, როდესაც აქ ჩამოვედი როგორც პრეზიდენტი.

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით თქვენს რჩევას და ვითვალისწინებთ, რადგან ეს სასარგებლოა საქართველოსთვის.

ჩვენ გვინდა გავითვალისწინოთ თქვენი რჩევა, რათა კიდევ უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი დემოკრატია. 

თქვენი რჩევების გათვალისწინება ჩვენ გვსურს არა იმიტომ, რომ ევროპა რამეს გვაძალებს, არამედ იმიტომ, რომ ეს უკეთესი დემოკრატიული ჩარჩოების შექმნას ემსახურება.

ამ გადმოსახედიდან, ჩვენ მადლიერი ვართ, რომ აგრძელებთ ჩვენთვის რჩევების მოცემას, განსაკუთრებით კი, ამ მნიშვნელოვან მომენტში.

ბევრი რადიკალური და დრამატული ცვლილებების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ევროპული გზიდან და ევროპული სტანდარტებიდან, რადგან ეს კარგია ჩემი ხალხისთვის და ალბათ რეგიონისთვისაც.

აქ მე იანვარში დავბრუნდები, რათა კიდევ ერთხელ მივმართო ასამბლეას.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)