Google+

რელიზები

29.12.2012
მიხეილ სააკაშვილი დათო მასურაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისის აქციის დროს დაღუპული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი დათო მასურაშვილის დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრისას პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა სამარცხვინო პრეცენდენტი შექმნა საშიში დამნაშავეების, მათ შორის მკვლელების, ნარკორეალიზატორებისა და რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლებისა, რომელთა რიცხვშია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელიც.

„სამწუხაროდ კიდევ ბევრი ისეთი ადამიანი გამოდის ახლა საპყრობილიდან, რომელმაც დახოცა და გააუბედურა ოჯახები, დედები, შვილები, მეუღლეები და საერთოდ არავინ არ მოუსმინა მეორე მხარეს. თითოეული საზოგადოების წევრი ამით ხდება დაუცველი... სამწუხაროდ ეს ხალხი, რომ გათავისუფლდება, ისევ გაიზრდება კრიმინალი და შემდეგ, გვეტყვიან, რომ ამ ფაქტს გაგებით უნდა შევხვდეთ.

პოლიციელის მკვლელს რომ ათავისუფლებ, ეს ნიშნავს დამნაშავისთვის ძალიან დიდი სიგნალის მიცემას. საქართველოს მოღალატეს და ჯაშუშს რომ უშვებ, ეს არის სიგნალის მიცემა ჩვენი მტრებისათვის, რომ საქართველო დაუცველია“ - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა და დასძინა, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციელის მკვლელი ძალიან დიდი ხნით ხვდება ციხეში, უმეტესობაში, ამისთვის უმაღლესი სასჯელია დაწესებული, საქართველოს პარლამენტმა კი სამწუხაროდ დათო მასურაშვილის მკვლელი წელიწადნახევარში გაათავისუფლა.

ვლადიმერ (დათო) მასურაშვილი 2011 წლის 26 მაისის  აქციის  ორგანიზატორთა ესკორტის ერთ-ერთმა მანქანამ იმსხვერპლა, ამასთან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელობისათვის მსჯავრდადებული, საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე  სასჯელისგან გათავისუფლდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)