Google+

რელიზები

14.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს საპატივცემულოდ გამართულ საზეიმო ვახშამს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა მის უწმინდესობას კიდევ ერთხელ მიულოცა აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავი და პატრიარქის იმ დამსახურებებზე ისაუბრა, რომელიც მას ქვეყნის სულიერ და ეროვნულ საქმეში მიუძღვის.როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უწმინდესის იუბილე საერთო ეროვნული დღესასწაულია. მისი თქმით, ილია მეორე ისეთივე მასშტაბის ფიგურაა საქართველოში, როგორიც იყვნენ ჩვენი ეროვნული ლიდერები საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ მე - 19 საუკუნეში, მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნული ერთიანობა და ინდივიდუალობა გაქრობის პირას იყო, გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე, მეოცე საუკუნეში კი გამოჩნდა მეორე ილია - უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მან მისცა ბიძგი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენას და სწორედ მისი დამსახურებაა ქართული ეკლესიის მსოფლიო მართლმადიდებლურ რუკაზე დამკვიდრება.

მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში, პატრიარქის აყსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საღამოს დაესწრო. ქვეყნის პირველ პირთან ერთად ღონისძიებას მსოფლიო პატრიარქი, საქართველოში ვიზიტად მყოფი სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ, ასევე პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარე.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)