Google+

რელიზები

28.02.2013
საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში სდსს-ის ესკორტი დახვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებულ საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტი დახვდა. მიხეილ სააკაშვილმა ესკორტით სარგებლობაზე უარი განაცხადა, აეროპორტის ტერიტორია ფეხით დატოვა და პრეზიდენტის სასახლეში ელექტრომობილით გაემგზავრა.   

„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელმაც არჩევნების წინ  ბევრი სიცრუე თქვა და ამის წყალობით მოვიდა ხელისუფლებაში. ერთ-ერთი, მტკნარი სიცრუე იყო ის, რომ ჩვენ გვაქვს მილიარდები და მილიონები, ეს ყველაფერი მოვიპარეთ და გავფლანგეთ... მეცოდება ის ხალხი, ვინც ეს დაიჯერა, თუ, რა თქმა უნდა, ვინმემ დაიჯერა საერთოდ. მთელი ამ თვეების განმავლობაში ისტერიულად ეძებენ, ვითომ, ჩვენ მიერ წაღებულ მილიონებს და ვერაფერი ვერ იპოვეს. თავადაც ხვდებიან, რომ ვერაფერს ვერ იპოვნიან - რაც არ არის, რას იპოვი? როგორც არაერთხელ ვთქვი, თუ ბნელ ოთახში შავი კატა არ არის, იქ მას ვერ იპოვი. ეს გვერდზე გადადეს და ახლა მეორე, „საყვარელი“ გატაცება აქვთ - იმაზე ლაპარაკი თუ აი, როგორი საშინელი იყო წინა მთავრობა: რამდენი ფული იხარჯებოდა მათ სასახლეებზე, რეზიდენციებზე, დაცვის თანამშრომლებზე, ჭამა-სმაზე, აქეთ-იქით სიარულზე... აღმოაჩინეს ამერიკა! თურმე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები გადაადგილდებიან, თან დაცვის თანამშრომლები დაყვებათ და გარკვეულ ფუნქციებს ასრულებენ. იმისთვის, რომ აღარ მივცე მათ ლაპარაკის საბაბი, თან ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი დაცვის თანამშრომლებზე დაიწყეს პირდაპირ ტერორი, შანტაჟი, აღძრეს საქმეები, ვთქვი, რომ საერთოდ არ მინდა დაცვა და ამიერიდან ვივლი  ჩვეულებრივი მანქანით. ამიტომ აღარ ამოიღოთ ხმა რამდენ ფულს ხარჯავს სახელმწიფო დაცვის კორტეჟებზე. აზერბაიჯანში შეიძლება დამყვებოდა ბევრი მანქანა, მაგრამ ახლა უფრო მეტი მანქანა მოიყვანეს, ვიდრე არა მხოლოდ ჩემს ესკორტში არ იყო, არამედ ცხოვრებაში არც არ მინახავს ერთ ქვეყანაში... მე სრულიად კატეგორიულად ვაცხადებ და მინდა ვკითხო პრემიერ-მინისტრს: რატომ უნდა  დამყვებოდეს ის 30 მანქანა, რომელიც ახლა აქ არის? რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? თუ საქართველოს პრეზიდენტი ხარჯავდა ამდენ ადამიანურ რესურსს, მე, როგორც პრეზიდენტი გეუბნებით, კატეგორიულად ვაცხადებ: მე მაქვს ასევე მოქალაქეობრივი უფლება იმისა, რომ უკან არავინ არ დამყვებოდეს. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, როგორც მოქალაქის და ეს არის ჩემი ადამიანური უფლება. ძალიან მარტივია - მიმაჩნია, რომ ეს მანქანები უნდა წაიყვანონ და დააყენონ ავტოფარეხში, ბენზინის ჩასასხმელი ფული კი გადაუნაწილონ იმ გაჭირვებულ ხალხს, რომელსაც ჰპირდებოდნენ ბენზინის ფასის 2-ჯერ შემცირებას, ბუნებრივი გაზის ფასის განახევრებას, ელექტროენერგიის ფასის დაწევას და ყველაფერში მოატყუეს. მე ვივლი ძალიან ეკონომიური ელექტრომობილით და რემდენადაც ვიცი არის ადმინისტრაციის ბალანსზე. თუკი ესეც არ იქნება, სხვა საშუალებას ვიპოვი გადაადგილებისთვის. მართლა სამწუხაროა, ამ სავალალო შოუების დადგმა, რადგან ჩვენ ჩვენს ქვეყანას უნდა ვცეთ პატივი. არავის არ ვავალდებულებ, რომ ჩემს პიროვნებას სცეს პატივი - ეს ყველას პირადი არჩევანია, მაგრამ აქ ლაპარაკია ინსტიტუტებზე. ინსტიტუტებსა და ქვეყანას ყველამ უნდა სცეს პატივი და თავის საქმეს მიხედოს. საერთოდ არ იქნებოდა საჭირო ასეთი რაღაცეების დადგმა, მთავრობა ასჯერ მეტს რომ ფიქრობდეს ქავეყანაზე. მაგალითად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაც მე წასული ვარ, იმაზე რომ ეფიქრათ, დღეს რა გავუკეთოთ ჩვენს ხალხს, არ ექნებოდათ იმის ფიქრის დრო აეროპორტში რა კომედია უნდა დაედგათ, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდებოდა. არადა ამაზე ბევრი აქვს ნაფიქრი საქართველოს ხელმძღვანელობას. ჩემი გულწრფელი რჩევაა: ხალხო, მიხედეთ საქმეს! დამივიწყეთ, ჩემი თემები გადადეთ გვერდზე  და მიხედეთ საქმეს - ხალხი ამას უფრო დააფასებს. მათი მიზანი დაცვა კი არა, პრეზიდენტის მეთვალყურეობაა, რათა იცოდნენ სად მივდივარ, ვის ვხვდები, რაზე ვსაუბრობ და ა.შ. ამას მათ ტელევიზიით მოვუყვები, ტერიტორიის გარშემორტყმა საჭირო არ არის. ახლა აქედან დავიძვრები მარტო, ჩემი მანქანით, დანარჩენი ყველაფერი ხდება იძულებით, ძალდატანებით, რაც სასაცილო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მთავრობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)