Google+

რელიზები

28.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ესტუმრა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვასიფ თალიბოვს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ურთიერთობის გაღრმავება, სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იყო.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ავეჯის ქარხანას „ბელისა“ ესტუმრა, რომლის მსგავსსაც აზერბაიჯანული მხარე აჭარაში რამდენიმე დღეში გახსნის. ამის თაობაზე გადაწყვეტილება წინა მთავრობის დროს, ლევან ვარშალომიძის ძალისხმევით მიიღეს. ქარხანაში 150-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აჭარასა და ნახიჩევანს შორის რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ასთმით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალოდ, რისთვისაც ადგილზე საუკეთესო კლიმატური პირობებია.

ქვეყნის პირველმა პირმა ნატურალური წვენების ქარხანაც დაათვალიერა, რომელიც ქართული ციტრუსით ქობულეთის ქარხნიდან მარაგდება.

ქვეყნის პირველი პირი ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ესტუმრა, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ოთხი ქართველი სტუდენტი გაცვლითი პროგრამით სწავლობს. მიხეილ სააკაშვილი ქართველ ახალგაზრდებს გაესაუბრა და მათი სწავლის პირობებით დაინტერესდა. სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა ნახიჩევანისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად მოქმედებს.

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის მუზეუმით დაათვალიერა და პატივი მიაგო მის ხსოვნას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)