Google+

რელიზები

27.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი 27-28 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან, რომლის შემდეგ მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისის) თავმჯდომარესთან ოკტაი ასადოვთან და პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად გაემგზავრება. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)