Google+

რელიზები

05.01.2005
საქართველოსა და უკრაინის ლიდერების კარპატების დეკლარაცია

ევროპელი ხალხის ისტორიაში ნარინჯისფერი რევოლუციით ახალი ეპოქა დაიწყო.

ქართველებმა და უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ხალხის ნებაა, სამართლიანი არჩევნები კი, ბევრად ძლიერია სახელმწიფო მანქანაზე, რაოდენ ძლიერი და სასტიკიც არ უნდა იყოს იგი. მათ დაამტკიცეს, რომ ანტიეროვნულ რეჟიმებს არ შესწევთ ძალა ხალხის - სუვერენის, ძირეული უფლების რეალიზაციის შესაჩერებლად.

უამინდობის მიუხედავად, თავისუფლებისა და საკუთარი ხელისუფლების არჩევის ძირითადი უფლების დასაცავად, ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ თეზისს, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული რევოლუციების ხელოვნურად გამოწვევა რაიმე ტექნოლოგიების ან გარეშე ძალების ჩარევის მეშვეობით არის შესაძლებელი. პირიქით, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში რევოლუციები სწორედ პოლიტიკური ტექნოლოგიებისა და გარეშე ძალების ჩარევის საწინააღმდეგოდ მოხდა.

ჩვენ მადლობელი ვართ იმ დემოკრატიული ქვეყნებისა და ორგანიზაციებისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენი მოქალაქეების არაძალადობრივ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ჩვენი ქვეყნებისადმი ეს მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. საქართველო და უკრაინა მომავალშიც გაერთიანებული დემოკრატიული ევროპის აღმშენებლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების გზას გაჰყვებიან.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება ჩვენი ქვეყნების წინსვლისა და ეკონომიკური აღმავლობის ქვაკუთხედია. დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების შინაგანი პოტენციალი საუკეთესოდ სწორედ თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობებში ვლინდება და ახალი შესაძლებლობებიც იხსნება.

გვწამს, რომ უკრაინისა და საქართველოს რევოლუციები ევროპის გათავისუფლების ახალ ტალღას წარმოადგენს, რომელიც ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)