Google+

რელიზები

14.06.2005
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტიპენდიანტებს შეხვდა

დღეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტიპენდიანტებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯებით სასწავლებლად ამერიკასა და ევროპაში გაემგზავრებიან.

სტუდენტები იურისტები არიან, ისინი კონკურსის წესით პრეზიდენტთან არსებულმა ფონდმა გამოავლინა. მათთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოცნება აისრულა და ამაყია იმით, რომ საქართველოს უცხოეთში საკუთარი სტუდენტების სწავლის დაფინანსების საშუალება მიეცა. „ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც შეუძლია ყველაზე ნიჭიერ ადამიანებს უცხოეთში სასწავლებლად ფული გადაუხადოს" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო აღმავლობის ეტაპზეა. მან ხაზი გაუსვა საქართველოში ბოლო ერთი თვის მანძილზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს - ბაზების გაყვანის პროცესის დაწყება, ბუშის ვიზიტი და ნავთობსადენის ამოქმედება. საქართველოს პრეზიდენტი 14 სტიპენდიანტს სწავლის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში მაღალანაზღაურებად სამსახურს დაპირდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)