Google+

რელიზები

07.09.2005
საქართველოს პრეზიდენტმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძის სკოლა მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძის სკოლა მოინახულა.

მიხეილ სააკაშვილმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ჰიმნი იმღერა, დროშაც აღმართა, რის შემდეგ პრეზიდენტი ვაჰან ტერიანის სახელობის სომხურ სკოლაში გაკვეთილს დაესწრო.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვა ქართული არმიისათვის, ასევე დაგეგმილია ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამცხე- ჯავახეთის რეგიონის 100 წარმომადგენელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში ისწავლის, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდებიან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)