Google+

რელიზები

16.09.2005
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს სამიტზე მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს სამიტზე მოხსენებით გამოვიდა. გამოსვლაში პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე და მათი მოგვარების საქმეში გაეროს როლზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ კონფლიქტური რეგიონების გამო, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება შეზღუდულია. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ასობით ათას ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნება, ელემენტარული უფლებებით სარგებლობა და უსაფრთხო გადაადგილება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო ეთნიკური წმენდას არასოდეს შეურიგდება და ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც ამ ფაქტის დაკანონებას შეეცდება, ამორალურია და მომავლისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნის. "ეს უკანონო ტერიტორიები საქართველოს განვითარებას აფერხებენ და ამავე დროს, საშიშ შავ ხვრელებს წარმოადგენენ, რომლებიც კრიმინალების, ტერორისტების, ადამიანებითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა თავშესაფრად და სხვა საფრთხეების წყაროდ იქცნენ," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სახლებს, საიდანაც სულ ახლახან გაეროს დამკვირვებელთა თვალწინ ხალხი გამოყარეს, მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ყიდულობენ, მსოფლიო კი რეაგირებას არ ახდენს. "იმისათვის, რომ არასტაბილურობით გამოწვეული საფრთხეები დავძლიოთ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს უფრო მეტი ძალისხმევა გვესაჭიროება და არა მხოლოდ საუბარი ამ კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზე - ჩვენ გვსურს, რომ გაერომ რეალური ქმედებები განახორციელოს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)