Google+

რელიზები

19.09.2005
მიხეილ სააკაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არჩევნების გაყალბების პროცესი უნდა დასრულდეს და ყველა გამყალბებელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს. საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების პროცესში ადმინისტრაციული ჩარევა დაუშვებელია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა და მისი წევრები დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევენ.

პრეზიდენტის მოსაზრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ გაიზიარა და აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო შუალედური არჩევნებისთვის ხუთივე ოლქი მზად არის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)