Google+

რელიზები

21.09.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატრულო პოლიციის ახალი შენობა მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავტომანქანების განბაჟებისა და სანომრე ნიშნების გაცემის ახალი ოფისი დაათვალიერა. იგი თანამშრომლებს გაესაუბრა და "ერთი ფანჯრის" პრინციპით მომსახურების დეტალებს გაეცნო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იგი კმაყოფილია, რომ მოსახლეობას ავტომანქანების განბაჟება და სანომრე ნიშნების აღება ახალი, გამარტივებული წესით მოუწევს. მისი თქმით, ქვეყანაში წესრიგი მყარდება და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც დაასახელა. კერძოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავტომობილის დროულად განუბაჟებლობისთვის პირველი ლედიც კი დააჯარიმეს. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უმთავრესია და ამ მხრივ, საზოგადოების ყველა წევრი თანასწორია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)