Google+

რელიზები

28.09.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუსაფართა თავშესაფარს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაზისუბნის მიუსაფართა თავშესაფარს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი იქ არსებულ ვითარებას გაეცნო და განაცხადა, რომ საქართველოში საკვების პრობლემა არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. როგორც მოხუცებთან საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში მშიერი ადამიანი აღარ არსებობდეს. მისი თქმით, მიმდინარე წლის დამლევამდე დედაქალაქში მიუსაფართათვის კვების პრობლემა მოგვარდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)