Google+

რელიზები

26.10.2005
მიხეილ სააკაშვილმა შატილში სკოლა-ინტერნატი მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლების მინისტრთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად შატილის ახალი სკოლა ინტერნატი და გამგეობის შენობა მოინახულა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი სკოლა შატილელი ბავშვების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნის ფონზე გახსნა და მათ სწავლის დაწყება მიულოცა. ამ დროისათვის სკოლოში 14 ბავშვი სწავლობს. ახალი სკოლა განათლების სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განთავსების ცენტრთან და გერმანულ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ააშენა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა შატილის არქიტექტურული კომპლექსი მოინახულა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)