Google+

რელიზები

05.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფასო სასადილოს გახსნას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარკეთილში იმყოფებოდა, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისათვის უფასო სასადილო გაიხსნა. საამისოდ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო. სასადილო ყოველდღიურად 100 ადამიანს მოემსახურება.

"ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას - მთელ ქვეყანაში უფასო სასადილოები გაიხსნას, ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი. "ნაციონალურ მოძრაობას" საკმაოდ მწირი სახსრები აქვს და მინდა, რომ ყველამ, ვისაც დახმარება შეუძლია, ხელი გაგვიმართოს, რათა საქართველოში არც ერთი მშიერი ადამიანი აღარ იყოს. ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - შიმშილი, აღარ უნდა არსებობდეს. ამას მთელი საზოგადოების მობილიზაცია სჭირდება. ამ დღეებში ვაპირებ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდე, მოვიწვიო მდიდარი ადამიანები და თუ 100 ბიზნესმენი მაინც, ამ საქმისთვის 10-10 ათას ლარს გამოყოფს, საქართველოში აღარავინ იშიმშილებს. ჩვენ გვინდა, რომ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსაც ვთხოვოთ დახმარება, რადგან ამაზე უკეთეს საქმეში საქართველოში ფული ვერ დაიხარჯება", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)