Google+

რელიზები

09.11.2005
მიხეილ სააკაშვილი უმწეოთათვის უფასო სასადილოს გახსნას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუხიანში უმწეოთათვის უფასო სასადილოს გახსანს დაესწრო. სასადილო 40 ადამიანზეა გათვლილი. მისი გახსნის ინიციატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილმა მზრუნველობამოკლებული ადამიანების ულუფა გასინჯა, ბიზნესმენებს დახმარებისაკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში არ იყოს შიმშილი. „ვავალებ ქალაქის მერს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს კვირაში ერთხელ ყველა ასეთი სასადილო მოინახულონ, რათა კვების ხარისხი არ დაეცეს, ეს ჩვენი დახმარების პროგრამაა" -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)