Google+

რელიზები

24.11.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა კიდევ ორ ადამიანს მიანიჭა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთში მცხოვრებ ოსი ეროვნების ვლადიმერ სანაკოევს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

"ჩემთვის ეს სასიამოვნოა არა მარტო იმიტომ, რომ ბატონი ვლადიმერი ძალზე ავტორიტეტული ადამიანია ცხინვალში, არამედ იმიტომაც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან წასულმა ოსური წარმომავლობის რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. მინდა ვთქვა, რომ ცხინვალს და მთლიანად სამხრეთ ოსეთს დიდი პატრიოტები ჰყავს. ოსი ხალხის პატრიოტი კი, საქართველოს პატრიოტია, რადგან ისინი ჩემი და საქართველოს მეგობრები არიან; ხოლო ის ბანდიტები, რომლებსაც თავისი პატარა, მაგრამ კარგი ერი სრული კატასტროფისკენ მიყავთ და ის ვინც კრიმინალური საქმიანობითაა დაკავებული, თავისი ხალხის მტრებს, ქართული სახელმწიფოსთვის კი პრობლემას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ოსების, ქართველების და ყველა სხვა ეთნიკური წარმომადგენლის ქვეყანაა, მათ საკუთარ ადგილს მიუჩენს. ოს პატრიოტებთან ერთად, ჩვენი მთავარი მოკავშირე და ძალა არა ძალისმიერი და სხვა სტრუქტურები, არამედ ისი ხალხია, ვისაც ოსი ერი უყვარს და ამ ერის განვითარების პერსპექტივასა და თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ხედავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა სახელგანთქმულ ებრაელ ჟურნალისტს რაფი გინატისაც მიანიჭა, რომლის წინაპრები ქართველი ებრაელები იყვნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)