Google+

რელიზები

10.01.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასტანას სტუმრობს

ყაზახეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა, რომლის ინაუგურაციის ცერემონია ხვალ დილით ასტანაში გაიმართება. ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მალე ყაზახეთი საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორი გახდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახების მიერ თბილგაზის შესყიდვის ფაქტს მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, ქართული მხარე ყაზახი ინვესტორების დაინტერესებას აჭარითაც შეეცდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკულ საკითხებს დაეთმო. ნურსულთან ნაზარბაევმა შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის მოსურნე ბევრია, თუმცა ეს არასდროს მოხდება.

ორი პრეზიდენტის შეხვედრას მოქანდაკე ზურაბ წერეთელიც ესწრებოდა, რომელმაც ნურსულთან ნაზარბაევს მისი პორტრეტი და ჩონგური უსახსოვრა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ქართველ ხელოვანს ასტანაში მისთვის სასურველი ქანდაკების დადგმა სთხოვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)