Google+

რელიზები

09.01.2006
გზა ენერგოუსაფრთხოებისკენ

მიხეილ სააკაშვილი

გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტდა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდებას განუახლებდა. ეს კრიზისი ხანმოკლე აღმოჩნდა, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დიდ ზემოქმედებას მოახდენდა და რუსეთის, როგორც სანდო ენერგომომწოდებლის როლს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. რუსეთის მიერ გაზის მიწოდების თვითნებური შეწყვეტა ევროკავშირისთვის მრავლისმთქმელი შეტყობინება იყო: იმ პირობებში, როდესაც არასანდო მეზობელს იმის სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც, რომ თავისი ენერგომატარებლები პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად გამოიყენოს, ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

საქართველოში ამ მოვლენებს, ორი მთავარი მიზეზის გამო, დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს. გასულ აგვისტოს საქართველოსა და უკრაინის ინიციატივით "დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა" შეიქმნა, რომლის პირველი შეხვედრა კიევში, დეკემბერში გაიმართა. მან ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად დემოკრატიული ქვეყნების მობილიზაცია მოახდინა. ჯერ ვარდების, შემდეგ კი ნარინჯისფერი რევოლუციების დროს, ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა თავისი არჩევანი ღია, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაზე შეაჩერა, ძველი ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირები შეცვალა და დასავლეთისკენ მიმართა. გვჯერა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ჩვენი მომავალისთვის და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრინებისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ. ჩვენ გამუდმებით ვისწრაფვით დიდ მეზობელთან, რუსეთთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად, მაგრამ მისი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს იგი მეზობელ ქვეყნებზე ზემოქმედების მოხდენას. იქედან გამომდინარე, რომ უკრაინა - შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მეზობელი ქვეყანა - ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეა, ვიზიარებთ იმ აღშფოთებას, რომელიც ევროპამ რუსეთის უხეშ ქმედებებთან დაკავშირებით გამოხატა.

ჩვენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ჩვენივე ნეგატიური გამოცდილების გამოც გამოვხატეთ. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ გაზის მიწოდების პოლიტიკური მოტივებით შეწყვეტა ევროკავშირისთვის პირველი შემთხვევა იყო, რუსეთს საქართველოზე ზეწოლა ამ ხერხის გამოყენებით ბევრჯერ უცდია. სწორედ ამიტომ ჩვენ ენერგოწყაროების ქსელის გაფართოებას ვცდილობთ. ამ მეტად საყურადღებო ფაქტებიდან გამომდინარე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი თავისი ენერგოწყაროების გაფართოებას და ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებას ისახავდეს მიზნად.

ის ხერხი, რომელსაც რუსეთი ფასის გაზრდისა და ენერგომატარებელთა მიწოდების შეწყვეტის შესანიღბად ტრადიციულად იყენებს, საუკეთესო შემთხვევაში მზაკვრულია. რუსეთი ენერგომატარებლებზე ფასის გაზრდის დროს თავისუფალი ბაზრის პრინციპითა და საბაზრო ტარიფებით არ ხელმძღვანელობს.

ენერგომატარებელთა ფასებითა და მიწოდებით მანიპულაცია საუკეთესო საშუალებაა რუსეთში მცხოვრები იმ პირებისთვის, რომელთა აზრით, ნახშირწყალბადი პოლიტიკური ზემოქმედების ხელსაყრელ იარაღს წარმოადგენს.

საქართველოში, არაკონტროლირებად ტერიტორიებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელთა სეპარატისტი მმართველები უშუალოდ რუსეთის მიერ იმართებიან, ბუნებრივი აირი უფასოდ მიეწოდებათ, რასაც თავისუფალი ბაზრის მომხრეები არ მიესალმებიან.

რუსეთი ენერგოკონტროლის განსახორციელებლად არა მარტო ენერგომატარებლებს, არამედ უზარმაზარ სატრანზიტო ქსელსაც იყენებს, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს მემკვიდრეობით ერგოთ. მაგალითად, როდესაც რუსეთმა საქართველოსთვის ბუნებრივ აირზე ფასის მკვეთრი ზრდა მოითხოვა, ჩვენ ყაზახეთს მივმართეთ და გაზის რეალურ საბაზრო ფასად შესყიდვის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მივაღწიეთ; მაგრამ "გაზპრომმა" რუსეთის გავლით გაზის იმპორტზე უარი განაცხადა, რის გამოც შეთანხმება ჩაიშალა. მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. კარგი იქნება თუ ევროკავშირი გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ 1999 წლის დეკემბერში, შუაგულ ზამთარში, საქართველოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ყოველგვარი მიზეზის გამო შეუწყდა და მხოლოდ აშშ-ს ჩარევის შემდეგ აღუდგა.

ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა: ჩვენ ენერგოწყაროებისა და სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისკენ მიზანმიმართულად მივისწრაფვით. ახლახან დასრულებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთს პირველად საწვავს მიაწოდებს, ჩვენი ძალისხმევის მნიშვლოვან ნაწილს წარმოადგენს. ევროპისთვის შავი ზღვის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან ენერგომატარებლების მისაღებად ახალ მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტებს ქმნიან. ჩვენ გვსურს უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროპელ პარტნიორებთან და რუსეთთან იმისათვის, რომ მთლიანი სისტემა უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და დაცული, ან თუნდაც პოლიტიკური ზეწოლისგან იზოლირებული გავხადოთ.

"The Washington Post"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)