Google+

რელიზები

10.03.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაფარეულის მოსახლეობას სასუქი დაურიგა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს ესტუმრა. სოფელ ნაფარეულის მოსახლეობას პრეზიდენტმა ამონიუმის გვარჯილა თავად დაურიგა - თითოეულ ოჯახს 25 კგ, რისთვისაც პრეზიდენტის ფონდიდან 7 მილიონი ლარი გამოიყო. დღესვე კახეთში ნაფარეულის მოსახლეობას ფერმერების სახელმძღვანელოები დაურიგდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წელს ქართული სოფლების მექანიზაციაა დაგეგმილი. ამის დასადასტურებლად საქართველოს პრეზიდენტმა ნაფარეულის მოსახლეობას ახალი ტრაქტორი ჩაუყვანა. „ ჩვენ წელს ვიწყებთ სოფლის მეურნეობაში სარწყავი არხების აღდგენის პროგრამას. მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ, ეს დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. სასუქი ყველა ოჯახს დაურიგდება. გარდა ამისა, წელს შემოგვყავს 500 ახალი ტრაქტორი. ჩვენ ქართული სოფლის მექანიზაციას გავაორმაგებთ. ქართული სახელმწიფო ქართული სოფლის დასახმარებლად გამართული ნაბიჯებით მიდის"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)