Google+

რელიზები

03.08.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ჩავიდა და მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მან ავტოქარხნის დასახლებაში დასაქმების პროგრამის მონაწილე სტუდენტთა საზაფხულო ნამუშევარიც დაათვალიერა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები მეტად დააფასებენ საკუთარ შრომას და თავიანთი ხელით დასუფთავებულ ქალაქს არც თავად დააბინძურებენ და ამის გაკეთების უფლებას არც სხვას მისცემენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა სტუდენტებს სიურპრიზიც მოუწყო და მათ ჩოლოქზე ახლადაშენებული პარკის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ავტობუსები სპეციალურად გამოუყო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)