Google+

რელიზები

06.09.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის ადამიანი გახდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. ის მონაწილეობას იღებს კრინიცის მეთექვსმეტე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში. მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის ადამიანად დაასახელა და ჯილდო გადასცა.

დაჯილდოებამდე სიტყვით პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი გამოვიდა და იმ წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებით უმოკლეს ვადაში მიაღწია.

'თუ ვინმეს უნდა ნახოს ქვეყანა, რომელმაც უმოკლეს ვადაში წინსვლა განიცადა, წარმატებას მიაღწია, ის უნდა ჩავიდეს საქართველოში. ეს ყველაფერი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა'- განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

ფორუმზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უკრაინას, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს. განსაკუთარებული აქცენტები საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე რეფორმებზე გაკეთდა.

„უნდა გვესმოდეს რომ ევროპელები ასე ემოციურად არ საუბრობენ, თქვენ ნახეთ, როგორ ისაუბრა კაჩინსკიმ საქართველოზე. მე დღეს ვუყურებ კრინიცას, რომელიც ძალიან ჰგავს ბორჯომს, მხოლოდ ბორჯომი ბევრად უფრო მიმზიდველი და ბევრად ურფო მეტი პოტენციალის მქონეა. კრინიცას სასტუმროები და გზები ბევრად კარგ მდგომარეობაშია, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში ისინი ვითარდებიან. ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა ბორჯომი, ბათუმი, ჩაქვი, ბაკურიანი, ქობულეთი და წყალტუბო. ბოლო ორ წელიწადში ჩვენ იმ გზას გავდივართ, რაც 1991 წლიდან უნდა გაგვევლო. მიუხედავად შანტაჟისა და პროვოკაციებისა, ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ და ბევრ ქვეყანას გავუსწროთ. ის, ვინც პროკოკაციებს აწყობს, მასაც ძალიან ენატრება საქართველო, ექავება ხელები, რადგან მას ხელიდან ყველაზე გემრიელი ლუკმა გამოაცალეს. ჩვენ არავის ლუკმა აღარ ვიქნებით, თუ სურვილი აქვთ ჩამოვიდნენ და დაისვენონ ამ ქვეყანაში" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფორუმის დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. მოგვიანებით, ქართული კულტურა ანსამბლმა „რუსთავმა" წარმოაჩინა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)