Google+

რელიზები

13.09.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაზიანში ახალი საწარმო გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაზიანში ბუნებრივი აირის ბალონების საწარმო გახსნა. ობიექტი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მიერ შემუშავებული საინვესტიციო პროექტის ფარგლებში აშენდა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მშენებლობაში 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. საწყის ეტაპზე საწარმო 400 ადამიანს დაასაქმებს. მუშახელთა კონტიგენტი ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისგან დაკომპლექტდება. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საწარმოს ხელმძღვანელს 80 უმუშევარი პირდაპირ გახსნაზე მიუყვანა.

„არაფერი ისე არ ჩამესმის მუსიკად ყურებში, როგორც ამუშავებული საწარმოების ბგერები. იმ ხალხს, ვისაც საქართველო მიწასთან გასწორებული ეგონა, იმ ხალხის გულის გასახეთქად გავერანებული ქვეყანა ნელ-ნელა ამოდის ნანგრევებიდან და ლამაზი შენობა შენდება. ეს საწარმო ამ შენობის ერთი აგურია. ჩვენ საქართველოში მრავალი ასეთი საწარმო გვესაჭიროება. სიტუაცია შემობრუნებსკენ მიდის"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)