Google+

რელიზები

28.09.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსი მაღალჩინოსნების დაკავების თაობაზე კომენტარი გააკეთა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი მაღალჩინოსნებისა და საქართველოს მოქალაქეების დაკავების თაობაზე კომენტარი გააკეთება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანქციების მიუხედავად, ქვეყანაში ჯაშუშების გამოვლენის ოპერაცია გაგრძელდება.

"მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებს ზედმეტი ემოციის გარეშე უნდა მივუდგეთ. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენი კონტრდაზვერვა მუშაობს, გვაქვს ინფორმაცია და სახელმწიფოს დემოკრატიული უსაფრთხოების დაცვა ჩვენი მოვალეობაა. ეტყობა ჩემი სიტყვები ხუმრობა, ან ტრაბახი ეგონათ. დროა მათ ისწავლონ, რომ ჩვენ ტყუილად არასოდეს არფერს ვამბობთ! არსებობს ზღვარი, რომლის იქით არავინ არ უნდა გდადავიდეს და ამ ზღვარს ყველა თავმოყვარე სახელმწიფო იცავს. დროა ყველა მიხვდეს, რომ ჩვენ ნამდვილი, ქმედითი, ეფექტიანი, დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს. არ მესმის რა საჭიროა რუსი სამხედროების ოჯახის წევრების ევაკუაცია. აქ მათ არაფერი ემუქრება, რადგან საქართველო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს და ყველა სახეშეკრულებო ვალდებულებას იცავს. თუმცა საქართველო საკუთარ კანონებსაც იცავს და გვსურს, რომ ამ კანონებს ყველამ პატივი სცეს. დროა ყველამ დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი გვყავს და საზოგადოების მხრივ, მას მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვა ეკუთვნით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)