Google+

რელიზები

09.10.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 72-ე რუსულ სასწავლო სკოლას ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 72- რუსულ სასწავლო სკოლას ეწვია. რუსეთისადმი სოლიდარობისა და პატივისცემის ნიშნად, საქართველოს პრეზიდენტი ამ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სწავლობს და იხილავს შესაძლებლობას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სტრასბურგში სარჩელი შეიტანოს. „ ვფიქრობ ეს იქნება სერიოზული იურიდიული საქმე" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)