Google+

რელიზები

14.11.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს პრეზიდენტი ცხინვალში ჩატარებული არჩევნების საკითხს შეეხო და აღნიშნა: „მე ხელთ მაქვს ევროკავშირის და ნატო-ს ერთობლივი განცხადება სამხრეთ-ოსეთში ჩატარებული რეფერენდუმისა და არჩევნების შესახებ. ევროატლანტიკური სტრუქტურები არ აღიარებენ მათ შედეგებს და აცხადებენ, რომ არჩევნებში რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილმა მიიღო მონაწილეობა, ქართველებს კი ამის საშუალება არ მიეცათ. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ღონისძიებებიკონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უშლის ხელს".

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება რუსეთ- საქართველოს ურთიერთობაზეც გაამახვილა და ბუნებრივი გაზის გაორმაგებულ ფასად შესყიდვის თემაზეც ისაუბრა. კერძოდ მან განაცხადა, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად, საქართველო ალტერნატიული გზებს ეძებს. „ არ ვაპირებთ გაზში ორას ორმოცდაათი დოლარის გადახდას, რადგან ეს საბაზრო ფასი არ არის. ფასის გაორმაგებას პოლიტიკურ ზეწოლად მივიჩნევ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა დონეზე რუსეთთან თანამშრომლობისთვის. იმავდროულად, გაზით მომარაგებისათვის ალტერნატიულ წყაროებს ვეძებთ. ასე რომ, ფასის გაორმაგება საქართველოსთვის ტრაგედია არ იქნება." - განაცხადა საქრთველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)