Google+

რელიზები

14.04.2007
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ეწვევა

ლეხ კაჩინსკის ბიოგრაფია >>>

15 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ქალბატონ მარია კაჩინსკასთან ერთად ეწვევა.

16 აპრილს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პირისპირ შეხვედრა. იმავე დღეს პოლონეთის პირველი პირი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.

მოგვიანებით, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაემგზავრება, სადაც მისი აღმატებულებას ლეხ კაჩინსკის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ. ასევე იგეგმება პოლონეთის პირველი პირის სიტყვით გამოსვლაც.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსის სახელით, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისი აღმატებულების ლეხ კაჩინსკისა და ქალბატონ მარია კაჩინსკას პატივსაცემად სადილი გაიმართება.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზედენტი საქართველოდან 16 აპრილს გაემგზავრება.

შენიშვნა: 1920 - 21 წლებში ფუნქციონირებდა საქართველოს საელჩო. იხილეთ ფოტო და დოკუმენტური მასალა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)