Google+

რელიზები

10.06.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღვთისმშობლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღვთისმშობლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში მივიდა, რომელიც ქართული დიასპორის დახმარებით აშენდა. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე და ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე კომენტარი გააკეთა. „გუშინ გვქონდა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ყოველთვის დიალოგის მომხრე ვართ, რასაც მუდმივად ვაწარმოებთ. რუსეთის მხარემ აიღო ვალდებულება, რომ ეტაპობრივად მოხსნას ის შეზღუდვები, რომელიც მათი მხრიდან იქნა შემოღებული. ეს მათი ვალდებულებაა. იმედი მაქვს, რომ ისინი ამას შეასრულებენ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტაძრის მოძღვარმა მიხეილ სააკაშვილს საჩუქრად ხატი გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში შეკრებილ ქართულ დიასპორას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით ყველას!

მინდა მადლობა გითხრათ მასპინძლობისთვის!

ჩვენ თქვენ ყველანი ძალიან გვიყვარხართ.

მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის არსებობა და კავშირი საკუთარ ქვეყანასთან.

ყველაზე რთულ წლებში ბევრმა თვენგანმა იძულებით მიატოვა სამშობლო, მაგრამ გადაარჩინა საკუთარი ოჯახები და ახლობლები.

იმ წლებში, როცა საქართველოში არაფერი არ იყო, თქვენ საკუთარი შრომით ოჯახები სიკვდილს გადაარჩინეთ.

მალობა მინდა გითხრათ შარშანდელი, განსაკუთრებულად ღირსეული საქციელისათვის.

შარშანდელი მოვლენები გათვლილი იყო თვენი ღირებს გასატეხად.

იმაზე, რომ თქვენ გეთქვათ ყველაზე მთავარზე - ღირსებაზე უარი.

განსაკუთრებით პეტერბურგიდან იყო ყველაზე ღირსეული რეაქციები,

აქედან არ წამოსულა არცერთი საყვედური.

ამ გამბედაობისათვის მსურს მადლობა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ, როგორც თქვენ არ შეარცხვინეთ თქვენი ქვეყანა, ასევე გასახელებთ ის თქვენ.

ჩვენი საქმე ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენს ნაცვლად არავინ არაფერს გააკეთებს.

მრავლგზის ვრწმუნდებით, ჩვენ გვყავს ძლიერი მეგობრები, რომლებიც არასდროს გაგვწირავენ, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ძლიერნი, არაფერი გამოგვივა.

ყველაფერს ბოლომდე მივაღწევთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ორჯერ და სამჯერ ძლიერად ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

თქვენ თვალყურს ადევნებთ საქართველოს ტელეარხებს, სადაც ცუდი ამბები გადის, ეს ტელევიზიის პრინციპია. ფაქტია, რომ კარგი ამბებიც ხდება. კარგი ამბები გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ამას აჩვენებენ.

ჩვენ ბევრად უფრო ვძლიერდებით, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია.

ამიტომ, ნურაფრის გეშინიათ.

ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას. მთავრი მიზანი იმ ადამიანებს ეხება, ვინც საკუთარი სახლებიდან გამოაგდეს.

ეს დროებითი მივლინებაა.

ყველა უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა და სტრატეგია. ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ მიზნის მისაღწევად. ჩვენი თაობის გასაკეთებელია ეს, რათა ამ ბავშვებს პრობლემები აღარ ჰქონდეთ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სწრაფად დასრულდეს. საქართველოს ჰქონდა ნგრევის და ქვების დაბნევის ციკლი.

ახლა ქვების მოგროვების და აღმშენებლობის ჟამი დადგა.

ჩვენ გავიარეთ ყველა რკალი, ყველაფერი დასანგრევი დაინგრა.

გარწმუნებთ, ის, ვინც ბოლო დროს საქართველოს მთელ რიგ ქალაქეში იყო, დარმწუნდებოდა, რომ ბევრად უფრო სწრაფად ვვითარდებით, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენს ბავშვებს კულტურას, ენას უნარჩუნებთ.

მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ ერთად ვართ.

საქართველო მხოლოდ ეთნიკური ქართველებისგან შემდგარი ქვეყანა როდია. საქართველო ეს არის ქვეყანა, რომელიც შედგება საქართველოდან წასული ენთიკური ქართველებისგან, ოსებისგან, აფხაზებისაგნ, ებრაელებისგან, რუსებისგან და აზერბაიჯანელებისგან.

ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. ყველა ის ადამიანი, ვინც დაკავშირებულია და წამოსულია საქართველოდან არის 10-11 მილიონზე მეტი.

ისინი ყველანი ქართველები არიან, ისევე როგორც თქვენი ოჯახის წევრები, რომლებიც ამ ქვეყნიდან არიან და ისევე როგორც ჩემი ოჯახის წევრები.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ორმაგი მოქალაქეობა მივცეთ.

კარგად ვიცი, საკონსულო მომსახურეობასთან იყო პრობლემები, რასაც ჩვენ აუცილებლად დაგავწყვეტთ.

რუსეთის მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სანკტ-პეტერბურში გენერალური საკონსულო გაიხსნას. იმედია, ამ საკითხს გადავწყვეტთ.

ჩვენ მოვნახავთ გზას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი სამართლებრივი კავშირები აღდგეს.

ჩვენ დასაკარგი ბავშვები არ გვყავს.

ჩვენ ყველანი ერთად ვეკუთვნით საქართველოს.

დაგლოცოთ ღმერთმა ამ წმინდა ტაძარში!

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და თოთოეული თქვენგანის შემწე!

თქვენი სამშობლო თქვენს გვერდითაა! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)