Google+

რელიზები

28.08.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა

ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს მიმართა.

"ყველა გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ღვთისმშობლის კალთა გადაეფარა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც თბილისში დიდი მოვლენები ხდებოდა, 2003 წელს უსისხლოდ დასრულდა ყველაფერი ის, რაც თითქმის ყველგან სამოქალაქო ომისა და სისხლის ფასად მთავრდება. ეს მაშინაც ვიგრძენით, როდესაც იგივე განხორციელდა აჭარაში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე. ეს იყო მაშინ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას და ხელყუმბარა ისროლეს... საქართველო აღმშენებლობით უნდა გავაერთიანოთ. სახელმწიფოს, ეკლესიების, ჯარის, გზების, ცათამბჯენების, სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობით ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ამ საქმეში თითოეული თქვენგანის იმედი გვაქვს და რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა გვექნება. საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომლის ერთიანი ნაწილი ვართ ჩვენ ყველანი. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავი მასშტაბურად უნდა აღინიშნოს. მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკოს-პარტიარქს მხნეობა უსურვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)