Google+

რელიზები

30.08.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში ჩავიდა. მან სოფელ თამარაშენში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა და ახალი გასართობი პარკი გახსნა. საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევსაც შეხვდა და მასთან ერთად ბავშვობა ახლადგახსნილ პარკში გაიხსენა.

მიხეილ სააკაშვილმა კოკოითის მუქარაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „პრობლემა იმაში კი არ არის რას ამბობს კოკოევი, პრობლემა აქვს იმას, ვინც ეს ბანდიტი ცხინვალში ხალხის დასატანჯად გამოაგზავნა და დღემდე მხარს უჭერს მათ და მათ კრიმინალებს. თანდათან ვიწროვდება მათი თარეშის არეალი და პერსპექტივაც დღითიდღე უღიმღამოდ გამოიყურება. როცა ბავშვებს ეხება საქმე, ვთვლი, რომ საქმე საშინელ დემაგოგიასთან გვაქვს".

ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენმტა დაპირება მათ მასწავლებლებსაც მისცა. „მომავალი წლიდან მთელ საქართველოში მასწავლებლის ვაუჩერი ორას ლარამდე გაიზრდება, ხოლო დროებითი ადმინისტრაციის კონტროლირებად ტერიტორიაზე კი, ეს ერთ თვეშიგანხორციელდება"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის ზონა დღის ბოლოს დატოვა და ადგილობრივ მოსახლეობას სპორტულ კომპლექსის გახსნასაც დაპირდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)