Google+

რელიზები

17.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება რეგიონის მოსწავლეებს მიულოცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვარციხის პატრიოტულ ბანაკს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ბანაკში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ და ქართველ მოზარდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი პატრიოტებისაგან საჩუქრად მიიღო უკრაინის სიმბოლო, სადაც სიმბოლურადაა გამოხატული საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა.

ქვეყნის პირველი პირი ქართველ და უკრაინელ პატრიოტებს გაესაუბრა, მათი მომზადების დონე შეამოწმა და ის პირობები დაათვალიერა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სამტრედიის პირველ საჯარო სკოლასაც ესტუმრა, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ირაკლი ქუთათელაძის სახელი მიენიჭა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ცაგერში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და განათლების მინისტრთან ერთად ჩავიდა და ახალი საჯარო სკოლა გასხნა. უწმინდესმა და უნეტარესმა პირველკლასელები დალოცა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ახლადგარემონტებულ სკოლაში მოსწავლეებს ახალი მერხები, დაფები და ინტერნეტში ჩართული თერთმეტი კომპიუტერი დახვდა. მომავალ წელს ცაგერში, შესაძლოა, პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნას. საქართველოს პრეზიდენტმა ეს განათლების მინისტრს დაავალა.

„ამ შენობაში უნდა გავაკეთოთ ტექნიკური გადამზადების - ამერიკული სკოლა, რათა აქაურ ახალგაზრდობას ჰქონდეს საშუალება სამშენებლო და სხვადასხვა პროფესიები, ასევე ტურიზმის სერვისი აითვისონ, რადგან ლეჩხუმში ძალიან მალე ბევრი ტურისტი ჩამოვა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)