Google+

რელიზები

14.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო პატრიარქს საპატიო ორდენი გადასცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა სვეტიცხოველში საზეიმო წირვა აღავლინეს.

საზეიმო წირვას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირველი ლედი, ქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და და საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები დასწრნენ.

„მინდა ყველას მოგილოცოთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული და მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30 წლისთავი.

საქართველოში მართლმადიდებლობის და სულიერი გაძლიერების ეპოქის აღსანიშნავად ჩვენ ვიწყებთ საგანმანათლებლო სასულიერო და საერო ღონისძიებების მთელ სერიალს, რომელიც დაგვირგვინდება 25 დეკემბერს. მივესალმებით მსოფლიო პატრიარქს და მრავალრიცხოვან დელეგაციას, მსოფლიოს უკლებლივ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეულ მამებს და წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან ერთად ჩამოვიდნენ. ქართული სახელმწიფოს სახელით მინდა ყოვლადწმინდა ბართლომეს მადლობა ვუთხრა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებისათვის, საქართველოს პოპულარიზაციისათვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის მართლმადიდებელ სამყაროში" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მადლიერების ნიშნად ყოვლადწმინდა ბართლომეოს პირველს საპატიო ორდენი გადასცა. „ქართულ და ბერძნულ კულტურას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მსურს ქართული სახელმწიფოს მაღალი ჯილდო იმ გამორჩეულ ადამიანს გადავცე, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობის, ადამიანთა შორის ურთიერთობის განვითარებისათვის, ასევე საქართველოს პოპულარიზაციისათვის მსოფლიოში."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)