რელიზები
28.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში არიზონას შტატში ჯონ მაკკეინის ინიციატივით გამართულ "სედონას ფორმუში" მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში არიზონას შტატში ჯონ მაკკეინის ინიციატივით გამართულ "სედონას ფორმუში" იღებს მონაწილეობას. ფორუმის მთავარი თემა ფორუმის მთავარი თემა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების ხელშეწყობა იყო.მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტის წარდგენისას, ფორუმის წამყვანმა ვარდების რევოლუციის მნიშნელობაზე ისაუბრა და ამ პროცესში კი განსაკუთრებული ყურადღება მიხეილ სააკაშვილის, როგორც ახალგაზრდა ლიდერის უდიდეს წვლილზე გაამახვილა. მისი თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა ის, რომ წარუმატებელი ქვეყნიდან საქართველო შემდგარ სახელმწიფოდ იქცა. წარმდგენი პირველი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გახდა პირველად შესაძლებელი საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა. ფორუმზე, კოაბიტაციის პროცესსა და ამ მხრივ, ქვეყნის პირველი პირის როლის შესახებაც ისაუბრეს.
"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე კარგადაა ცნობილი თქვენთვის. იგი ქვეყნის სათავეში 2003 წლიდანაა, ვარდების რევოლუციის ლიდერობის შემდეგ. წარუმატებელი ქვეყნიდან საქართველო მან შემდგარ სახელმწიფოდ აქცია. სწორედ მან გამოამჟღავნა ქართველი ხალხის პოზიცია, რომელსაც სურს იყოს დასავლეთის ნაწილი, ქართველების შეხედულება, რომლებიც გადაურჩნენ ომს რუსეთთან. გასული წლის შემოდგომით საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა და ახლა გადამწვეტ როლს ასრულებს კოაბიტაციის საკითხში“, - აღნიშნა მან.