Google+

რელიზები

11.11.2013
საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება ხვალ - 2013 წლის  12 ნოემბრის 18 საათიდან შეწყდება.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეობის მიღების მსურველთა უმეტესობას უარით ისტუმრებდა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, მან მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ექსკლუზიურიუფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. ამ პირთა შორის უმეტესობა  ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი, ვინც  ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო, იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.

შესაბამისად, 2013 წლის  5 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს მოქალაქეობის ათასობით მსურველთა  მიმართა. განაცხადების  შემოტანა  ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ  მსურველთა დიდი რაოდენობისა და დროის  სიმცირის გამო, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება ყველა მათგანის დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება ხვალ - 2013 წლის  12 ნოემბრის 18 საათიდან შეწყდება.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)